საპროკურორო საბჭოში მთავარი პროკურორობის კანდიდატთან, ნინო გოგნიაშვილთან გასაუბრება დასრულდა
საპროკურორო საბჭოში მთავარი პროკურორობის კანდიდატთან, ნინო გოგნიაშვილთან გასაუბრება დასრულდა

საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორობის ერთ-ერთ კანდიდატთან გასაუბრება დაასრულა . ნინო გოგნიაშვილმა იუსტიციის სამინისტრო უკვე დატოვა.

მისი თქმით, ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადება, რომ პროცესი ფორმალურია და მისი კანდიდატურა მხოლოდ გენდერული კვოტით შეირჩა, არასწორია.

„მინისტრს ჩემთვის კითხვა არ დაუსვამს, თუმცა ფაქტობრივად, ყველა წევრმა დასვა კითხვები, რომლებიც შეეხებოდა ჩემს ხედვას. იმედი მაქვს, საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილება იქნება ობიექტური. არ ვთვლი, რომ ფორმალური პროცესი მიმდინარეობს, თუნდაც იმ კითხვებიდან გამომდინარე, რაც მე  2 საათის განმავლობაში დამისვეს. ბევრმა პოლიტიკოსმა გააკეთა განცხადება, რომ მე ვავსებ ადგილს და ქალი კანდიდატი მხოლოდ იმის გამო შეირჩა, რომ გენდერული კვოტა შევსებულიყო. არ ვეთანხმები ამას. მიმაჩნია, რომ მთავარი პროკურორობის კანდიდატი და შემდგომ უკვე გენერალური პროკურორი, უნდა იყოს სრულიად აპოლიტიკური, სამართლიანი. ჩემი განვლილი ცხოვრება სწორედ ასეთია და არ მგონია,  არჩევის შემდეგ ამ პრინციპებს ვუღალატო. ჩემი შერჩევა ამ პრინციპების გათვალისწინებით მოხდა და არა იმის გამო რომ ქალი ვარ“,-განაცხადა ნინო გოგნიაშვილმა.