საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად გიორგი გაბიტაშვილი შეარჩია

12:15, 11.07.2024

საპროკურორო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე საქართველოს გენერალური პროკურორობისთვის გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა შეარჩია.

საბჭომ გუშინდელ სხდომაზე საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად კენჭისყრა ჩაატარა და გენერალური პროკურორობის სამი კანდიდატი – ვიქტორ ახალბედაშვილი, დარეჯან ბუცხრიკიძე და გიორგი გაბიტაშვილი შეირჩა. სწორედ აღნიშნული სამი კანდიდატიდან დღეს 11 ხმით გაიმარჯვა გიორგი გაბიტაშვილმა.

საპროკურორო საბჭოს მიერ გენერალური პროკურორობისთვის შერჩეული კანდიდატურა დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.

მსგავსი