საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად გიორგი გაბიტაშვილი შეარჩია
საპროკურორო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე საქართველოს გენერალური პროკურორობისთვის გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა შეარჩია.
საბჭომ გუშინდელ სხდომაზე საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად კენჭისყრა ჩაატარა და გენერალური პროკურორობის სამი კანდიდატი – ვიქტორ ახალბედაშვილი, დარეჯან ბუცხრიკიძე და გიორგი გაბიტაშვილი შეირჩა. სწორედ აღნიშნული სამი კანდიდატიდან დღეს 11 ხმით გაიმარჯვა გიორგი გაბიტაშვილმა.
საპროკურორო საბჭოს მიერ გენერალური პროკურორობისთვის შერჩეული კანდიდატურა დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.