პროკურორთა კონფერენციაზე დღეს საპროკურორო საბჭოს ხუთი წევრი უნდა აირჩიონ
პროკურორთა კონფერენციაზე დღეს საპროკურორო საბჭოს ხუთი წევრი უნდა აირჩიონ

სასტუმრო „ჰუალინგში“ პროკურორთა კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერეციაზე საპროკურორო საბჭოს ხუთი წევრი უნდა აირჩიონ.

კონფერენციის დაწყებამდე გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ არჩევნები პირველად ელექტრონული სისტემით ტარდება.

მისივე თქმით, 2015 წლის რეფორმების შედეგად, ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, შეიქმნა საპროკურორო საბჭო და მისი როლია პროკურატურის გამჭვირვალე, ეფექტური მუშაობა.

„საპროკურორო საბჭოს როლია გენპროკურორის მოადგილეების შერჩევა, თანამშრომლების წახალისება და სამსახურში მიწვევა, სტრატეგიის განსაზღვრა. პირდაპირი არჩევნების წესით ავირჩევთ საბჭოს წევრობს. კანდიდატებად ღირსეული ადამიანები არიან წარმოდგენილი. ყველა კანდიდატს ვუსურვებ წარმატებას. საბჭოს ყოფილ წევრებს გაწეული შრომისთვის დიდი მადლობა, მინდა, ვუთხრა“, – განაცხადა შოთაძემ.

საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის, შოთა ტყეშელაშვილის განცხადებით, საბჭოს ხუთი ახალი წევრი, საბჭოს სხვა წევრებთან ერთად, უნდა გახდეს პროკურორების, გამომძიებლების მხარდამჭერები.

„მათ თავიანთი წვლილი უნდა შეიტანონ პროკურატურის მუშაობაში. გამოწვევების გარეშე წარმოუდგენელია, არსებობდეს ამხელა უწყება. ამაში საპროკურორო საბჭოს აქვს დიდი გამოწვევა, – განაცხადა ტყეშელაშვილმა.