საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის ოთხი კანდიდატი შეარჩია
საპროკურორო საბჭომ კენჭისყრის შედეგად საქართველოს გენერალური პროკურორობის ოთხი კანდიდატი შეარჩია.
შერჩეულ კანდიდატებს შორის არიან ვალერიან ვაჭარაძე, დარიკო თორდია, ირაკლი შოთაძე და სოფიო შენგელია.
ამის შემდეგ საპროკურორო საბჭო ფარული წესით გენერალური პროკურორობის ერთ კანდიდატზე შეჯერდება, რომელიც პარლამენტს წარედგინება.
გენერალური პროკურორობის ერთი კანდიდატის შესარჩევად საპროკურორო საბჭო სხდომას ხვალ 14:00 საათზე გამართავს.
გენერალური პროკურორობის კონკურსში საერთო ჯამში 17 კანდიდატი მონაწილეობდა, თუმცა ორმა პირადი განცხადებით საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. დღევანდელ კენჭისყრაზე ოთხი კანდიდატი საბჭომ სწორედ დარჩენილი 15 კანდიდატიდან აირჩია.