საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა გიორგი ჩაკვეტაძის, თენგიზ შარმანაშვილის, მერაბ ქვარაიას, სალომე ქურასბედიანისა და ირაკლი კირცხალიას სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა გიორგი ჩაკვეტაძის, თენგიზ შარმანაშვილის, მერაბ ქვარაიას, სალომე ქურასბედიანისა და ირაკლი კირცხალიას სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა პარლამენტის ახალ წევრებად გიორგი ჩაკვეტაძის, თენგიზ შარმანაშვილის, მერაბ ქვარაიას, სალომე ქურასბედიანისა და ირაკლი კირცხალიას უფლებამოსილების ცნობის საკითხს.

საკითხის პლენარულ სხდომაზე მხარდაჭერის შემდეგ პარტიის საარჩევნო სიით გათვალისწინებული წევრები საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტიდან წასული ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხუთი დეპუტატის ადგილმონაცვლედ შევლენ.

პარლამენტმა ხუთ დეპუტატს – ირაკლი კოვზანაძეს, გიორგი ხელაშვილს, ნინო იობაშვილს, ვლადიმერ ჩაჩიბაიასა და გიორგი ამილახვარს უფლებამოსილება 24 მარტს შეუწყვიტა.