საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, მაია მენაღარიშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება უწყდება

12:45, 05.05.2023

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, მაია მენაღარიშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება უწყდება.

ამის თაობაზე ცნობილი ხდება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დღის წესრიგიდან, რომელიც 8 მაისს არის ჩანიშნული.

მენაღარიშვილისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა დღის წესრიგში პირველ საკითხად არის შეტანილი.

მსგავსი