საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს შესარჩევი კომისია დაკომპლექტდა
საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს შესარჩევი კომისია დაკომპლექტდა. ეროვნულმა ბანკმა შესარჩევი კომისიის დამოუკიდებელ წევრად ზურაბ ლალაზაშვილი წარადგინა, რომელიც BDO-ს მმართველი პარტნიორია.
კომისიის შემადგენლობაში შედიან ეკონომიკის, ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრები, ასევე პარლამენტის წევრები – ირაკლი კოვზანაძე, აკაკი ზოიძე და ზურაბ ჭიაბერაშვილი.
როგორც პირველ არხს საპენსიო სააგენტოს უფროსმა, ლევან სურგულაძემ განუცხადა, უკვე დღეს საინვესტიციო საბჭოს ვაკანსია გაიგზავნება გამოცემა „ეკონომისტში“ (The Economist).
„დაველოდებით აპლიკაციებს. შესარჩევი კომისია შეარჩევს კანდიდატებს, რომლებსაც საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს. ეს უახლოეს პერიოდში მოხდება“, – აღნიშნა სურგულაძემ.
საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტებამდე საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხების ინვესტირება არ ხდება.