საპენსიო სააგენტოს დანაზოგი დღეის მდგომარეობით 832 მლნ ლარს შეადგენს
საპენსიო სააგენტოს დანაზოგი დღეის მდგომარეობით 832 მლნ ლარს შეადგენს

საპენსიო სააგენტოს დანაზოგი დღეის მდგომარეობით 832 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო დარიცხული ამონაგები 58 მილიონ ლარამდეა.

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, სქემაში ჩართულია 1 030 000 მონაწილე და 65 838 ორგანიზაცია, აქედან, კერძო სექტორიდან 798 121, ხოლო საჯარო სექტორიდან 231 493 მონაწილე.

კერძო სექტორიდან მამაკაცების რაოდენობა 445 306 შეადგენს, ხოლო ქალბატონების 352 815-ს. საჯარო სექტორიდან მამაკაცების რაოდენობა 140 553-ია, ქალბატონების კი, 90 940.

30 ივნისის მდგომარეობით, სულ სქემიდან გასულია რეგისტრირებული მონაწილეთა საერთო რაოდენობის 16 პროცენტი, ხოლო სულ გასვლის უფლების მქონე პირთა შორის გასულია მონაწილეთა 45 პროცენტი, ხოლო სქემაში დარჩა 55 პროცენტი. სულ სქემიდან 166 261 მოქალაქე გავიდა. საჯარო სექტორიდან გასულთა რაოდენობა სამჯერ ნაკლები მაჩვენებელია კერძო სექტორთან შედარებით.

30 ივნისის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოში საპენსიო დანაზოგით ისარგებლა 343-მა მონაწილემ. აქედან, ასაკის საფუძვლით 175-მა, შშმ პირის სტატუსით 142-მა, ქვეყნის დატოვების საფუძვლით ერთმა და მემკვიდრის უფლებით ისარგებლა 25-მა ადამიანმა. სულ საპენსიო სააგენტომ სქემის მონაწილეთა სასარგებლოდ გადაიხადა 240 ათას ლარზე მეტი.

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, სქემა წელიწადნახევარია რაც მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობით მიიღონ გრძელვადიანი სარგებელი. სააგენტომ 2019 წლის 3 იანვარს დაიწყო დაგროვებითი საპენსიო სქემის იმპლემენტაცია – კერძოდ, საპენსიო შენატანების მიღება და ადმინისტრირება. მათივე ინფორმაციით, სააგენტოს ყველა ფუნქცია და სისტემები ამუშავდა არსებითი შეფერხებების გარეშე. საპენსიო დანაზოგების ადმინისტრირების პროცესი შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი