საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, 31 იანვრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 16 229-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 65.8 მლნ ლარი
საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, 31 იანვრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 16 229-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 65.8 მლნ ლარი

საპენსიო სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა მილიონ 591 ათასი ადამიანია.

სააგენტოს ცნობით, 2025 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 16,229-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 65.8 მლნ ლარი.

საპენსიო სააგენტოს მონაცემებითვე, საპენსიო აქტივების ღირებულება შეადგენს 6.3 მლრდ ლარს, მათ შორის დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.54 მლრდ ლარს გადააჭარბა.