საპენსიო სააგენტო - მარტის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 6.5 მილიარდი ლარი შეადგინა 
საპენსიო სააგენტო - მარტის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 6.5 მილიარდი ლარი შეადგინა 

2025 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 6.5 მილიარდი ლარი, ხოლო ჯამურმა დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.55 მილიარდი ლარი შეადგინა.

აღნიშნულ სტატისტიკურ მონაცემებს საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

საპენსიო სააგენტოს ცნობით, 2023 წლის 6 აგვისტოდან 2025 წლის 31 მარტის ჩათვლით დინამიკური პორტფელის რეალურმა გაწლიურებულმა ამონაგებმა 8.5% შეადგინა.

„ამავე პერიოდში დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების რეალური გაწლიურებული ამონაგები შესაბამისად 8.2% და 7.6% იყო. აღნიშნულ პორტფელებს შორის მთავარი სხვაობა გლობალური აქციების პროპორციაა. მარტის ბოლოს მდგომარეობით, დინამიკურ პორტფელში აქციების წილი – 49.4%, დაბალანსებულში – 30.8%, ხოლო კონსერვატიულში 16.3% იყო“, – აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.