საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებული პროექტის „მიკრობოსტნეულის სათბურის“ პრეზენტაცია გამართა.
ბიზნეს იდეა გულისხმობს მიკრობოსტნეულის მოყვანას ჰიდროპონიკის მეთოდით. ბოსტნეული ბევრად მეტ ვიტამინს და მინერალებს შეიცავს, ვიდრე ზრდასრული ბოსტნეული და მწვანილი. მის მოსაყვანად არ გამოიყენება სასუქი, ან რაიმე ქიმიური დანამატი.
მიკრობოსტნეული მცირე ზომის, მწვანილის ფორმის ბოსტნეულია, რომელიც ძირითადად, კერძების ვიზუალისა და გემოს გასაუმჯობესებლად, ასევე გარნირად ან სალათის მოსამზადებლად გამოიყენება.
ბოსტნეული სახლის პირობებში სამი კვირის განმავლობაში ინახება.