ლევან დავითაშვილი - საპარტნიორო ფონდის შესახებ კანონში ცვლილებები წარდგენილია მთავრობაზე, გვინდა, მმართველობითი სტანდარტი უფრო გამჭვირვალე იყოს
ლევან დავითაშვილი - საპარტნიორო ფონდის შესახებ კანონში ცვლილებები წარდგენილია მთავრობაზე, გვინდა, მმართველობითი სტანდარტი უფრო გამჭვირვალე იყოს

ჩვენი მხრიდან ცვლილებები საპარტნიორო ფონდის შესახებ კანონში წარდგენილია მთავრობაზე. უახლოეს ხანებში დარწმუნებული ვარ, მიიღებს მთავრობა გადაწყვეტილებას და შემოვა პარლამენტში, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

მინისტრის თქმით, მთავრობის წევრები არ იქნებიან უშუალოდ საბჭოში წარმოდგენილნი.

„ჩვენ გვინდა მმართველობითი სტანდარტი უფრო გამჭვირვალე იყოს. ნაკლები იყოს პოლიტიკური ზეგავლენა, ნაკლები იყოს ჩართულობა მთავრობის მხრიდან და ეს იქნება უფრო მეტად საინვესტიციო საჭიროებებზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ვიდრე პოლიტიკური. მთავრობის წევრები არ იქნებიან უშუალოდ საბჭოში წარმოდგენილნი. ეს იქნება უფრო მეტად საინვესტიციო პრიორიტეტებზე ორიენტირებული ორგანიზაცია და ვფიქრობთ, რომ გააუმჯობესებს მმართველობას და ეფექტიანობას საპარტნიორო ფონდის, ასევე გაიმიჯნება კრიტიკული სახელმწიფო ინფრასტრუქტურა, იქ განხორციელდება სახელმწიფო საწარმოების ის რეფორმა, რომელსაც მთავრობა უახლოეს ხანებში დაამტკიცებს. ის თითქმის დასრულებულია და შემდგომში გვექნება სახელმწიფო საწარმოების შესახებ ახალი კანონმდებლობა და ამას რა თქმა უნდა პარლამენტში წარმოვადგენთ“, – განაცხადა დავითაშვილმა.