საპარტნიორო ფონდმა ჩინურ საინჟინრო კომპანიასთან მემორანდუმი გააფორმა
საპარტნიორო ფონდმა ჩინურ საინჟინრო კომპანიასთან მემორანდუმი გააფორმა.
SEDIN Engineering-მა შესაძლოა, საქართველოში ინვესტიცია განახორციელოს. კომპანია ქვანახშირის, ნავთობქიმიური, საინჟინრო პლასტმასის, ბუნებრივი აირის დამუშავების, მოპოვებისა და ტრანსპორტირების მიმართულებით მუშაობს.
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე აცხადებს, რომ მსხვილი ჩინური კომპანიების მხრიდან ინტერესი საქართველოს მიმართ მაღალია და ეს კონკრეტულ პროექტებში აისახება.
დოკუმენტი „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გაფორმდა.