„საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციით, დავით საგანელიძემ შანხაიში ჩინეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებთან საქმიანი საუბრები გამართა
„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაცია ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში იმყოფება და საქმიან შეხვედრებს მართავს.
ფონდის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი და საქართველო–ჩინეთის მთავრობათაშორისი კომისიის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაურის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწროდა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ საქმიანი საუბრები გამართა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, ასევე, ჩინეთის კომერციის მინისტრ ჭონგ შანსთან და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვანგ ისთან.
შანხაიში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იგეგმება შეხვედრები ჩინეთის სამთავრობო და ბიზნესწრეებთან, კერძო და სახელმწიფო კომპანიებთან, აგრეთვე, პოტენციურ ინვესტორებთან.