სანტიაგო სოლარის საუკეთესო დებიუტი აქვს „რეალის“ ისტორიაში
სანტიაგო სოლარის საუკეთესო დებიუტი აქვს „რეალის“ ისტორიაში
„ლა ლიგას“ მე-12 ტურში სტუმრად „სელტას“ 4:2 დამარცხების შემდეგ, მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა სანტიაგო სოლარიმ თითქმის გაინაღდა მრავალწლიანი კონტრაქტი.
ეს გამარჯვება ზედიზედ მეოთხეა „რეალისთვის“ სოლარის ხელმძღვანელობით. ამასთან, „რეალმა“ გაიტანა 15 გოლი და გაუშვა მხოლოდ ორი. ეს საუკეთესო სტარტია მწვრთნელისთვის კლუბის 116-წლიან ისტორიაში.

წინა მწვრთნელები, რომლებიც ოთხი მოგებით იწყებდნენ, იყვნენ: მანუელ პელეგრინი (ბურთების სხვაობა: +12), ხოსე ანტონიო კამაჩო (+6), ვუიადინ ბოშკოვი (+5), ენრიკე ფერნანდესი (+9), და ფრანსისო ბრუ (+7).
“რეალი” მეექვსე ადგილს იკავებს ესპანეთის ჩემპიონატში და ლიდერ “ბარსელონას” 4 ქულით ჩამორჩება.
სოლარი 42 წლისაა და ჯერ მთავარ მწვრთნელად არასოდეს უმუშავია.