ზინედინ ზიდანი - მივდივარ, რადგან ვფიქრობ, რომ კლუბი სათანადოდ აღარ მენდობა #1TVSPORT
ზინედინ ზიდანი - მივდივარ, რადგან ვფიქრობ, რომ კლუბი სათანადოდ აღარ მენდობა #1TVSPORT

მადრიდის „რეალისთვის“ 2020-21 წლის სეზონი უიღბლო გამოდგა. სამეფო კლუბმა ვერცერთი ტიტულის მოგება მოახერხა და სეზონის ბოლოს ზინედინ ზიდანმა, მის სამწვრთნელო კარიერაში უკვე მეორედ, გუნდი დატოვა.

48 წლის ფრანგი სპეციალისტი „რეალიდან“ წასვლის შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა და გულშემატკივრებს წერილის საშუალებით დაემშვიდობა.

„მივდივარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მწვრთნელობით დავიღალე და კარიერას ვასრულებ. მივდივარ, რადგან ვფიქრობ, რომ კლუბი სათანადოდ აღარ მენდობა და არ მეხმარება გუნდის შენებაში. ფეხბურთის მესმის და მადრიდის „რეალის“ მსგავსი კლუბების მოთხოვნებიც ვიცი. ვიცი, რომ როცა ვერ იგებ უნდა წახვიდე. გამარჯვებულის მენტალიტეტი მაქვს და თასების მოსაგებად ვიყავი მოსული, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანია ხალხი და მათი გრძნობები, მე კი შეგრძნება მქონდა, რომ ეს ყველაფერი არ იყო გათვალისწინებული.“

სამეფო კლუბის ლეგენდამ ყურადღება ფლორენტინო პერესზეც გაამახვილა.

„მინდა, რომ პატივი სცენ იმას, რასაც აქამდე ერთად მივაღწიეთ. ვისურვებდი, რომ რაც ურთიერთობაც იყო ბოლო თვეებში ჩემს, კლუბსა და კლუბის პრეზიდენტს შორის, შედარებით უფრო განსხვავებული ყოფილიყო, ვიდრე სხვა მწვრთნელებთან. ადამიანური ურთიერთობები აუცილებელია, ეს უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ფული და დიდება.“

ზიდანი მადრიდულ კლუბს 2016-2018 წლებშიც წვრთნიდა, რა პერიოდშიც მან ჩემპიონთა ლიგის 3-ჯერ მოგება მოახერხა.