ოფიციალურად - დავიდ ალაბა მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელია #1TVSPORT
ოფიციალურად - დავიდ ალაბა მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელია #1TVSPORT

მადრიდის „რეალმა“ ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ დავიდ ალაბა შემდეგი სეზონიდან სამეფო კლუბის ღირსებას დაიცავს. ავსტრიელმა ფეხბურთელმა 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და კლუბს ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ შეუერთდება.

მას შემდეგ რაც ალაბა მიუნხების „ბაიერნს“ 2008 წელს შეუერთდა, მან 28 ტიტულის მოგება მოახერხა, აქედან ორჯერ ჩემპიონთა ლიგის და 10-ჯერ ბუნდესლიგის. „რეკორდმაისტერების“ შემადგენლობაში მან 431 შეხვედრა ჩაატარა და 33-ჯერ შეძლო გოლის გატანა. 28 წლის ფეხბურთელი უეფა-მ 3-ჯერ დაასახელა წლის სიმბოლურ გუნდში.