იტალიური კლუბ „ლაციოს“ ნახევარმცველი სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შესაძლოა „რეალის“ მოთამაშე გახდეს, – ინფორმაციას Don Balon ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მადრიდელთა ხელმძღვანელობა 26 წლის სერბში ლუკა მოდრიჩის შემცვლელს ხედავს და მზადაა ზაფხულში ფეხბურთელის გადასაყვანად 70 მილიონი ევრო გადაიხადოს.
მოდრიჩს სამეფო კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ივნისში ეწურება
სერია A-ს მიმდინარე სეზონში მილინკოვიჩ-სავიჩმა 23 შეხვედრა ჩაატარა, სადაც ექვსი გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა გააკეთა.