„რეალის“ მთავარი სამიზნე მაურისიო პოჩეტინოა #1TVSPORT
„რეალის“ მთავარი სამიზნე მაურისიო პოჩეტინოა #1TVSPORT

ზინედინ ზიდანის „რეალიდან“ წასვლის შემდეგ, სამეფო კლუბის მთავარ სამიზნეს „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო წარმოადგენს, – ამის შესახებ Goal იუწყება.

ალეგრის „იუვენტუსში“ დაბრუნებამდე მადრიდული კლუბისთვის პრიორიტეტული იტალიელი სპეციალისტის ვარიანტი იყო, მაგრამ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მასიმილიანო ტურინულ გუნდთან გააფორმებს კონტრაქტს. შესაბამისად, „რეალი“ მთლიანად პოჩეტინოზე გადაერთო. არგენტინელი მწვრთნელის გარდა, სამეფო კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ასევე განიხილებიან ანტონიო კონტე და რაული.

პოჩეტინომ ერთხელ უკვე აღნიშნა, რომ მადრიდის „რეალში“ გადასვლა მისი ოცნებაა. მედიაში ასევე აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ მას „ტოტენჰემში“ დაბრუნება სურს, რაზეც ლონდონელები თანახმა არიან.

49 წლის სპეციალისტი პსჟ-ს თავკაცად შუა სეზონში დაინიშნა. პარიზული გუნდი ლიგა 1-ში მე-2 ადგილზე გავიდა, ჩემპიონთა ლიგას კი „სიტისთან“ ნახევარფინალში დაემშვიდობა. „პარი სენ-ჟერმენმა“ წელს მხოლოდ საფრანგეთის თასის მოგება შეძლო, რაც პოჩეტინოსთვის პირველი ტიტულია მის სამწვრთნელო კარიერაში.