ზინედინ ზიდანი მადრიდის „რეალიდან“ წავიდა #1TVSPORT
ზინედინ ზიდანი მადრიდის „რეალიდან“ წავიდა #1TVSPORT

ზინედინ ზიდანმა მადრიდის „რეალის“ დატოვება გადაწყვიტა. ფრანგმა მწვრთნელმა გუნდი ხელმძღვანეობასთან ურთიერთშეთანხმების შემდეგ დატოვა.

ზიდანის ხელში „რეალმა“ 2016, 2017 და 2018 წლებში სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, რის შემდეგაც ზიზუ მადრიდულ კლუბს დაემშვიდობა, თუმცა 2019-ში ხელმეორედ დაბრუნდა.

ამჯერად მისი წასვლა გუნდის შედეგებმაც განაპირობა: „რეალმა“ ესპანეთის ჩემპიონის ტუტული ბოლო მადრიდის „ატლეტიკოს“ „დაუთმო“, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ბრძოლას ნახევარფინალიდან გამოეთიშა.