აშშ-ის ქალაქ სანტა-ფეს სკოლაში სროლის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. არიან დაშავებულებიც, თუმცა მათი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა შეიარაღებული პირი უკვე დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, ის სკოლის მოსწავლეა. CNN-ის ინფორმაციით, სროლასთან დაკავშირებით დაკავებულია მეორე ეჭვმიტანილიც.
თვითმხილველთა თქმით, თავდამსხმელმა ცეცხლი ხელოვნების საკლასო ოთახში გახსნა. თავდასხმის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.
ამერიკული მედიის მონაცემებით, ეს აშშ-ის სკოლებში ბოლო შვიდი დღის განმავლობაში სროლის მესამე შემთხვევაა, ხოლო წლის დასაწყისიდან – 22-ე.