ტეხასის გუბერნატორი - აშშ-ის სკოლებში გახშირებული ძალადობის ერთ-ერთი მიზეზი ვიდეოთამაშებია
ტეხასის გუბერნატორი - აშშ-ის სკოლებში გახშირებული ძალადობის ერთ-ერთი მიზეზი ვიდეოთამაშებია

ამერიკის შეერთებული შტატების სკოლებში გახშირებული ძალადობის ერთ-ერთი მიზეზი ვიდეოთამაშებია, – ამის შესახებ ტეხასის გუბერნატორმა, გრეგ ებოტმა განაცხადა.

გრეგ ებოტმა აღნიშნა, რომ მოზარდები ყოველდღიურად ვიდეოთამაშებს რამდენიმე საათს უთმობენ, რომლიდანაც სწავლობენ, თუ როგორ უნდა მოკლან ადამიანები.

ტეხასის გუბერნატორი სკოლებში ძალადობის თავიდან ასაცილებლად განათლების სისტემის წარმომადგენლებთან აქტიურ შეხვედრებს მართავს. პრობლემის აღმოსაფხვრელად ოფიციალური პირები სასწავლო დაწესებულებების შესასვლელებში მეტალოდეტექტორების დამონტაჟებაზე საუბრობენ.

ტეხასის შტატის ქალაქ სანტაფეში 17 წლის მოზარდმა ცეცხლი 18 მაისს გახსნა. სროლის დროს ათი ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაიჭრა. ეს ამერიკის შეერთებულ შტატებში 2018 წლის დასაწყისიდან სკოლაში მომხდარი 22-ე თავდასხმა იყო.