სამართალდამცველებმა სანტა ფეს სკოლაში შეიარაღებული პირი დააკავეს
სამართალდამცველებმა სანტა ფეს სკოლაში შეიარაღებული პირი დააკავეს

სანტა ფეს სკოლაში სროლის შედეგად სულ მცირე ორი მოსწავლე დაშავდა. ორივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა შეიარაღებული პირი უკვე დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, ის სკოლის მოსწავლეა.

თვითმხილველთა თქმით, თავდამსხმელმა ცეცხლი ხელოვნების საკლასო ოთახში გახსნა. თავდასხმის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.