სანდრო რაქვიაშვილი - პრეზიდენტი თუ მიიჩნევდა, რომ გვარამია ციხეში უსამართლოდ იჯდა, მისი გამოშვება ნებისმიერ დროს შეეძლო, მგონი, ეს ევროინტეგრაციას უფრო უკავშირდება, ვიდრე უზენაეს სასამართლოს
პრეზიდენტმა ნიკა გვარამიას გათავისუფლებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო და გარკვეულწილად – დაგვიანებულიც, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
როგორც სანდრო რაქვიაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტი თუ მიიჩნევდა, რომ გვარამია ციხეში უსამართლოდ იჯდა, მისი გამოშვება ნებისმიერ დროს შეეძლო.
„მგონი, ეს გადაწყვეტილება ევროინტეგრაციას უფრო უკავშირდება, ვიდრე უზენაეს სასამართლოს, მაგრამ კარგია, რომ პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება მიიღო და ეს ევროინტეგრაციაში ცალსახად დაგვეხმარება. შიდა პოლიტიკურ პროცესებსაც უფრო პროგნოზირებადს გახდის. ველოდები, რომ შემოდგომაზე ბევრი პოლიტიკური ცვლილება მოხდება, მათ შორის გვარამია ჩაერთვება პოლიტიკაში. არ ვიცი, ეს როგორ მოხდება, მაგრამ მისი პოლიტიკური ამბიციები ბევრად აღემატება წამყვანის როლს და ეს ცხადია. ვიდრე ნაბიჯები არ გადაუდგამს, ზუსტი პროგნოზი რთულია, მაგრამ სექტემბერში ახალ ამბებს ველოდები ახალ გაერთიანებებზე“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.