სანდრო რაქვიაშვილი – კანონი თუ არჩევნების შემდეგ არ გაუქმდება, პროცესი ჯარიმებით დასრულდება, მათ შორის, „ენჯეოების“ დახურვით

13:39, 29.05.2024

ეს კანონი თუ არჩევნების შემდეგ არ გაუქმდება, პროცესი მათი დაჯარიმებით დასრულდება, მათ შორის, „ენჯეოების“ დახურვით, მაგრამ ვნახოთ, პროცესები როგორ წარიმართება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, „ენჯეოებს“ ჯარიმები ემუქრებათ.

„არჩევნებამდე ჯარიმები ემუქრებათ და ალბათ პირველ ჯერზე ჯარიმებს გაუძლებენ, მაგრამ  არჩევნები რომ დასრულდება, კანონი გაუქმდება და ამით დასრულდება პროცესი“, – განაცხადა რაქვიაშვილი.

მსგავსი