სანდრო რაქვიაშვილი - შიდაპარტიული ცვლილებებიც იმის ნიშანია, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ყველაფერი კარგად არ არის
„გირჩის“ წევრის, სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, ოპოზიციის ხვალინდელ შეხვედრაზე სავარაუდოდ ოპოზიციის ფლანგზე არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრებენ, მთავარი განსახილველი საკითხი კი ნიკა მელიასთან დაკავშირებული პროცესები იქნება.
„მელიას თემა არის მთავარი, ლოკალურად მნიშვნელოვანი, რაზეც ვიმსჯელებთ. ზოგადად ბევრი პრობლემაა ოპოზიციის ფლანგზე, რაზეც შეიძლება, ვისაუბროთ, მათ შორის იმის თაობაზე, თუ როგორ ხედავს სხვადასხვა პოლიტიკოსი მომავალს შექმნილ რეალობაში. ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგადად პოლიტიკურ პარტიებს უჭირთ და ჩვენც პრობლემები გვქონდა არჩევნების შემდეგ, ახლაც ვხედავთ პერმანენტულ პროცესს, როცა შიდაპარტიული ცვლილებები ხდება, ესეც იმის ნიშანია, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ყველაფერი კარგად არ არის“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.