სანდრო რაქვიაშვილი - ნეიტრალიტეტი არის ფიქცია, რადგან შეუძლებელია, იყო ნეიტრალური
ნეიტრალიტეტი არის ფიქცია, რადგან შეუძლებელია, იყო ნეიტრალური, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაზე კარგი მაგალითია შვეიცარია, რომელიც გარკვეული პერიოდი მეორე მსოფლიო ომის მიმართაც ნეიტრალური რჩებოდა და საბოლოო ჯამში, ნეიტრალიტეტი დაარღვია.
„ნეიტრალიტეტი არის ფიქცია, რადგან შეუძლებელია, იყო ნეიტრალური. თუ ვიღაც სერიოზულად განიხილავს, რომელიმე ქვეყანა შეიძლება, იყოს ნეიტრალური ამ მოვლენების მიმართ, არ ესმის, რაზე საუბრობს ან ტყუილს ამბობს. ყველაზე კარგი მაგალითია შვეიცარია, რომელიც გარკვეული პერიოდი მეორე მსოფლიო ომის მიმართაც ნეიტრალური რჩებოდა და საბოლოო ჯამში, თავისი ნეიტრალიტეტი დაარღვია. ნეიტრალიტეტზე მსჯელობა შეიძლება, მაგრამ ეს არის ფიქცია. პოლიტიკური სივრცე ფოკუსირებულია პიროვნებებზე და მიჩვეული არ ვართ, არგუმენტებით ვისაუბროთ, მათ შორის პარლამენტში დებატები გავმართოთ. თუ ვიღაც კარგად მომზადებული რუსი პროპაგანდისტია, შეიძლება, დისკუსიაში ისეთი უპირატესობა მოიპოვოს, ვინმე რამეში დააჯეროს და ამის გვეშინია. ეს პრობლემაა არა რუსუთის, არამედ ჩვენი, რადგან არ გვინდა ლაპარაკი. პირიქით, უნდა იყოს დისკუსია არა მხოლოდ ამ თემაზე, არამედ თავდაცვაზე და ყველა მიხვდება, რომ ეს ნეიტრალიტეტი სისულელეა“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა