სანდრო რაქვიაშვილი - კომიტეტზე აქტუალურ საკითხებზე დისკუსია ვერ მოვისმინე, ამიტომ ლევან იოსელიანს ჯერ ვერ დავუჭერ მხარს, კენჭისყრაზე თავს შევიკავებ
„გირჩის“ წევრის, სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, გუშინ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც სახალხო დამცველობის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას განიხილავდნენ, აქტუალურ საკითხებზე დისკუსია ვერ მოისმინა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარს ვერ დაუჭერს.
„მე ვერ დავესწარი კომიტეტს, რადგან თავდაცვის კომიტეტზე ვიყავი. ჩანაწერი ვნახე და, სამწუხაროდ, აქტუალურ საკითხებზე დისკუსია ვერ მოვისმინე – ვერც კითხვები და ვერც პასუხები. ამიტომ მე ჯერ ვერ დავუჭერ მხარს ლევან იოსელიანს. კენჭისყრისგან თავს შევიკავებ“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.