სანდრო რაქვიაშვილი - „ევროპული საქართველო“ რომ დაიშლებოდა, არჩევნების შემდგომ იყო ცნობილი
„ევროპული საქართველო“ რომ დაიშლებოდა, არჩევნების შემდგომ იყო ცნობილი, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა „ევროპული საქართველოდან“ ლიდერების წასვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ყველასთვის გასაგები იყო, რომ ეს პარტია ვეღარ იარსებებდა, როგორც აქამდე.
„ევროპული საქართველო“ რომ დაიშლებოდა, არჩევნების შემდგომ იყო ცნობილი. რაღაც ფორმა და დრო არ იყო პროგნოზირებადი, მაგრამ ზოგადად ყველასთვის გასაგები იყო, რომ ეს პარტია ვეღარ იარსებებდა, როგორც აქამდე. ახლა უბრალოდ არის იმ რეალობის აღიარება, რომელიც პოლიტიკურ სივრცეში უკვე ცნობილი იყო რამდენიმე თვის განმავლობაში. გასაგებია, რომ ეს არაფერს შეცვლის, ერთადერთი კითხვა ჩნდებოდა ხოლმე – მოლაპარაკებებზე ვინ ვის წარმოადგენს, მაგრამ ალბათ ესეც მოგვარდება ტექნიკურად“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს „ევროპული საქართველო“ რამდენიმე ლიდერმა დატოვა. დავით ბაქრაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უარს ამბობს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარეობასა და პარტიის წევრობაზე. ფეისბუქის“ პირად გვერდზე განცხადება გაავრცელა გიგი უგულავამ, რომელმაც დაწერა, რომ „გიგა ბოკერიასთან ერთ პარტიაში ყოფნა შეუძლებელი გახდა“. „ევროპული საქართველო“ ასევე დატოვეს გოკა გაბაშვილმა, გივი თარგამაძემ და ლევან თარხნიშვილმაც. თარგამაძემ წასვლის შესახებ განხადებაში აღნიშნა, რომ „ის, რაც მიუღებელი იყო ერთ პარტიაში, მიუღებელი იქნება სხვაშიც“. ლევან თარხნიშვილმა კი განაცხადა, რომ „პარტიის მომავალზე მისი და ზოგიერთების წარმოდგენა ერთმანეთს არ დაემთხვა“.