ლევან თარხნიშვილმა „ევროპული საქართველო“ დატოვა - ჩემი და ზოგიერთების წარმოდგენა პარტიის მომავალზე ერთმანეთს არ დაემთხვა
ლევან თარხნიშვილმა „ევროპული საქართველო“ დატოვა - ჩემი და ზოგიერთების წარმოდგენა პარტიის მომავალზე ერთმანეთს არ დაემთხვა

ჩემი წარმოდგენა პარტიის მომავალზე და ზოგიერთების ერთმანეთს არ დაემთხვა. შესაბამისად ჩემი ცხოვრების ეს ფურცელი გადაიფურცლა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი ლევან თარხნიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ლევან თარხნიშვილი აღნიშნავს, მან „ევროპული საქართველო“ დატოვა.

„მადლობა ყველას, ვისთანაც ერთად ვიბრძოდით და ვაშენებდით „ევროპულ საქართველოს“. გისურვებთ წარმატებებს. ჩვენი ერთობლივი ბრძოლა ქოცების წინააღმდეგ გრძელდება. მე ამ ბრძოლაში გაჩერებას არ ვაპირებ და ყველაფერს გავაკეთებ ამ ჭირის მოსაცილებლად. მერესა მერე იყოს“, – წერს ლევან თარხნიშვილი.

ამასთან, „ევროპული საქართველის“ ყოფილმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უარს ამბობს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარეობასა და პარტიის წევრობაზე და ამ ეტაპზე არ აპირებს რომელიმე პარტიაში გაწევრიანებას. ამასთან, „ფეისბუქის“ პირად გვერდზე განცხადება გაავრცელა გიგი უგულავამაც, რომელმაც დაწერა, რომ „გიგა ბოკერიასთან ერთ პარტიაში ყოფნა შეუძლებელი გახდა“.

დატოვე კომენტარი