სანდრო რაქვიაშვილი - აზერბაიჯანთან შეთანხმების საგანია, რომ  ჩვენი ქვეყნის ყველა მნიშვნელოვანი ნაწილი დაგვიბრუნდეს
სანდრო რაქვიაშვილი - აზერბაიჯანთან შეთანხმების საგანია, რომ  ჩვენი ქვეყნის ყველა მნიშვნელოვანი ნაწილი დაგვიბრუნდეს

ვფიქრობ, განცხადება არის უბრალოდ ფაქტის კონსტანტაცია. ჩვენ მშვენივრად ვიცით, რომ ვერ ვაკონტროლებთ. აღვიქვი, როგორც ფაქტის კონსტანტაცია. ის დააზუსტებს, რა იგულისხმა, – ასე აფასებს „გირჩის“ წევრი, სანდრო რაქვიაშვილი დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ წევრის, აკაკი ბობოხიძის განცხადებას.

მისივე თქმით, აზერბაიჯანის აკონტროლებს ტერიტორიის იმ დიდ ნაწილს, რომელიც საქართველოს მხარეს უნდა იყოს. როგორც რაქვიაშვილმა აღნიშნა, შეთანხმების საგანია, რომ  ყველა მნიშვნელოვანი ნაწილი, იქნება ეს ისტორიული თუ რელიგიური, საქართველოს დაუბრუნდეს.

„ფაქტის კონსტანტაცია. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ აზერბაიჯანი აკონტროლებს ტერიტორიის იმ დიდ ნაწილს, რომელიც ჩვენი და ჩვენ მხარეს უნდა იყოს. საბოლოო ჯამში, ეს არის შეთანხმების საგანი. თუ ჩვენი მთავრობა შეძლებს და შეუთანხმდება აზერბაიჯანს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვანი ნაწილი- ისტორიული თუ რელიგიური, დაბრუნდეს. ვფიქრობ, განცხადება არის უბრალოდ ფაქტის კონსტანტაცია. ჩვენ მშვენივრად ვიცით, რომ ვერ ვაკონტროლებთ. აღვიქვი, როგორც ფაქტის კონსტანტაცია. ის დააზუსტებს, რა იგულისხმა“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.