სანდრო რაქვიაშვილი აცხადებს, რომ დეპუტატის დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემისთვის ხმათა რაოდენობის გაზრდა იმუნიტეტის მოხსნის პროცესს ართულებს
სანდრო რაქვიაშვილი აცხადებს, რომ დეპუტატის დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემისთვის ხმათა რაოდენობის გაზრდა იმუნიტეტის მოხსნის პროცესს ართულებს

კვორუმის გაზრდა გარანტია ვერ იქნება, მაგრამ იმუნიტეტის მოხსნის პროცესს ართულებს, ეს როგორ მოხდება პრაქტიკაში, გამოჩნდება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დეპუტატის დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემისთვის ხმათა რაოდენობის გაზრდით იზრდება იმუნიტეტის დაცულობა.

„ამ მოწვევის პარლამენტში გარემოებას პრინციპულად არ შეცვლის, მაგრამ შემდეგ მოწვევაში შესაძლოა, სერიოზული ბარიერი იყოს. ვუშვებ, რომ შესაძლოა, რომელიმე დეპუტატმა რაიმე დააშავოს და 90-კაციანი ბარიერი იყოს ცუდი, რადგან იმუნიტეტი ვერ მოვუხსნათ. ზოგადად, იმუნიტეტის დაცულობა იზრდება. თუ მრავალპარტიული პარლამენტი იქნება, 90 ხმის მოგროვება რთული იქნება. ეჭვი მეპარება, რომ ნიკა მელიას შემთხვევაში, იმუნიტეტის შეჩერება მესამედ ვინმემ გაბედოს“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

დეპუტატის დაკავება/დაპატიმრებაზე, ან მისი საცხოვრებელი სახლის ან სამუშაო ადგილის ჩხრეკაზე პარლამენტის მხრიდან თანხმობის მიცემის კვორუმი იცვლება.

შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში შედის, რომლის ინიციატორია ფრაქცია „ქართული ოცნება“.