სანდრო გირგვლიანის საქმის ეპიზოდზე კუდ-ის უფროსის მაშინდელი მოადგილე დავით ჩხატარაშვილი დაიკითხება.
ჩხატარაშვილი წლების განმავლობაში საქმეზე ბრალდებულის, დათა ახალაიას მოადგილე იყო და საგამოძიებო და ანტიკორუფციულ მიმართულებას კურირებდა.
როგორც ბრალდების მხარე აცხადებს, მოწმე დაადატურებს იმ გარეოებას, რომ 2006 წელს გირგვლიანის საქმეზე ჩხატარაშვილმა შეადგინა სხვადასხვა დოკუმენტაცია, მათ შორის, დათა ახალაიას წერილი, რომელიც მან ივანე მერაბიშვილს მისწერა.
დაცვის მხარის განმარტებით, ჩხატარაშვილი საკუთარი ჩვენებით ვერ დაადასტურებს ახალაიას ბრალეულობას.