ეკა ბესელია - კონსტიტუციური, განსაკუთრებული უფლება აბსოლუტურ შეუზღუდაობას არ ნიშნავს
ეკა ბესელია - კონსტიტუციური, განსაკუთრებული უფლება აბსოლუტურ შეუზღუდაობას არ ნიშნავს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ საჭიროა შეწყალების კრიტერიუმების დამატებით დადგენა.

როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, კონსტიტუციური, განსაკუთრებული უფლება აბსოლუტურ შეუზღუდაობას არ ნიშნავს.

„სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სწორედ გირგვლიანის საქმის განხილვისას სააკაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივ და პოლიტიკურ მხარეზე იმსჯელა. ბოროტად არც ერთი უფლება არ უნდა იყოს გამოყენებული. ამიტომ ასეთი უფლების გამოყენების დროს უნდა იყოს სიცხადე, მკაფიოობა და არგუმენტები. თუ კრიტერიუმები საკმარისი არ არის, რასაც კომისია იყენებს, უმჯობესია, არგუმენტები მკაფიო იყოს, რათა ბოროტად არავინ გამოიყენოს”, – განაცხადა ბესელიამ.

ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე სასჯელს ოჯახური ძალადობისთვის იხდიდა. შსს-ს ინფორმაციით, პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეწყალებით საპატიმროდან რამდენიმე თვის წინ გათავისუფლდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული 14 აპრილს დააკავა.