სანდრო ბრეგაძე - ასი ათასობით ადამიანი დაიკავებს თბილისის ქუჩებს, რათა გეიაღლუმი არ ჩატარდეს
სანდრო ბრეგაძე - ასი ათასობით ადამიანი დაიკავებს თბილისის ქუჩებს, რათა გეიაღლუმი არ ჩატარდეს

საქართველოში გეიაღლუმი არავითარ შემთხვევაში არ ჩატარდება, – ამის შესახებ „ქართული მარშის“ წარმომადგენელმა სანდრო ბრეგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

სანდრო ბრეგაძის თქმით, მას და მის თანამოაზრეებს აქვთ კონკრეტული, არაძალადობრივი გეგმა, რათა თბილისში არ გაიმართოს გეიაღლუმი.

„რაც არ უნდა მოხდეს და რა პროცესებიც არ უნდა განვითარდეს,  ჩვენს ქვეყანაში გეიაღლუმი არ ჩატარდება.

ჩვენ უახლოეს დღეებში ველოდებით საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებას და მიმართვას გეიაღლუმთან დაკავშირებით. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ საპატრიარქოს პოზიცია იქნება მკაფიო და რადიკალური.

ჩვენ უკვე გვაქვს მობილიზაცია, რათა გეიაღლუმი არ ჩატარდეს. არ იქნება არანაირი ძალადობა. ჩვენი გეგმის მიხედვით, ასი ათასობით ადამიანი გამოვა ქუჩაში, დაიკავებს თბილისის ქუჩებს და არ მისცემს ადამიანებს და ორგანიზაციებს, რომებიც აღლუმს უწევენ ორგანიზებას ჩაატარონ ღონისძიება“, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

ამასთან „ქართული მარშის“ წარმომადგენელი ხელისუფლებას და მმართველ პარტიას მოუწოდებს, მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია, უჭერენ თუ არა მხარს საქართველოში გეიაღლუმის გამართვას.