„ქართული მარში“ ხვალიდან „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის პიკეტირებას აანონსებს
„ქართული მარში“ ხვალიდან „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის პიკეტირებას აანონსებს

„ქართული მარში“ ხვალიდან „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის პიკეტირებას აანონსებს.

მარშის ლიდერების განმარტებით, ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა. „ქართული მარშის“ გენერალურ მდივანს, ირაკლი შიხიაშვილს საკუთარი ოჯახის მაგალითი მოჰყავს, სადაც მისივე თქმით, ოჯახის შვიდი წევრიდან კონკრეტულ საარჩევნო უბანზე მხოლოდ ერთი ხმა არის დაფიქსირებული.

„ქართული მარშის“ წევრების განცხადებით, პიკეტირებას ექნება სისტემური ხასიათი და არ გაჩერდებიან იქამდე, ვიდრე არჩვენების შედეგები არ გაუქმდება.