საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება.
“როგორც უკვე ცნობილია, პოროშენკომ დღეს კიევის ცენტრში, საცხოვრებელ ბინაში, განახორციელა ჩემს მეუღლეზე თავდასხმა. ჰგონიათ, რომ ეს არის თვეების მანძილზე მიმდინარე პოლიტიკური დევნის დასასრული, მაგრამ სინამდვილეში ახლა იწყება ნამდვილი ბრძოლა უკრაინასა და საქართველოში!”, – წერს სანდრა რულოვსი.
მიხეილ სააკაშვილი, კიევში საკუთარ სახლში ცოტა ხნის წინ დააკავეს.