„სანდეი თაიმსი“ - რუსეთის სპეცსამსახურებმა ალექსეი ნავალნის მოწამვლა ბერლინში გადაყვანამდე, მეორედაც სცადეს
„სანდეი თაიმსი“ - რუსეთის სპეცსამსახურებმა ალექსეი ნავალნის მოწამვლა ბერლინში გადაყვანამდე, მეორედაც სცადეს

ბრიტანული გამოცემა „სანდეი თაიმსი“ წერს, რომ მას შემდეგ, რაც ალექსეი ნავალნი ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, რუსეთის სპეცსამსახურები კლინიკაში შეიჭრნენ და რუსი ოპოზიციონერის მოწამვლა ხელმეორედ სცადეს.

როგორც „სანდეი თაიმსი“ წერს, ეს ნავალნის ბერლინის კლინიკაში გადაყვანამდე მოხდა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 20 აგვისტოს ალექსეი ნავალნი ტომსკიდან მოსკოვში მიმავალ რეისზე შეუძლოდ გახდა. ის სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს. გერმანიის თავდაცვის უწყების ლაბორატორიის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ის „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს.

აღნიშნული დასკვნა შვედეთისა და საფრანგეთის ლაბორატორიებში ჩატარებულმა კვლევებმაც დაადასტურა.

გერმანული მხარე რუსეთისგან ახსნა-განმარტებას ითხოვს, მოსკოვი კი ბრალდებებს უარყოფს.

ალექსეი ნავალნი შარიტეს კლინიკიდან 23 სექტემბერს გაწერეს.