თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გარე განათების ბოძს დაეჯახა.
ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი იყო მობილიზებული. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.