სან-დიეგოს ზოოპარკში გორილებს კორონავირუსი დაუდასტურდათ
სან-დიეგოს ზოოპარკში გორილებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

სან-დიეგოს ზოოპარკში გორილებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ეს პრიმატებში ვირუსის გავრცელების პირველი დადასტურებული შემთხვევაა.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ პარკის ადმინისტრაციის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„საფარი პარკის“ ადმინისტრაციის განცხადებით, რვა გორილას, რომლებიც ერთ სივრცეში ცხოვრობდნენ, ხველების სიმპტომი გამოუვლინდათ. მათგან, სულ მცირე ორ გორილას კორონავირუსი დაუდასტურდა. შესაბამისი ინფორმაცია კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმაც დაადასტურა.

გორილებს ვირუსი, სავარაუდოდ, გადაედოთ ზოოპარკის თანამშრომლისგან, რომელიც ასიმპტომური იყო. ვეტერინარები ცხოველებზე მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ.