სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდა
სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდა

სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდა. შრომის ინსპექციაში აცხადებენ, რომ რეგლამენტი მიღებულია ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში.

„სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ – ტექნიკური რეგლამენტი შემუშავებულია „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიზნებიდან გამომდინარე და ადგენს მინიმალურ მოთხოვნებს შენობა-ნაგებობებში განთავსებულ სამუშაო სივრცეებთან მიმართებაში. რეგლამენტით შემუშავებულია დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნები, რომელიც არეგულირებს შედეგ საკითხებს: შენობების მედეგობა და კონსტრუქციული სიმტკიცე; სახანძრო უსაფრთხოება; საევაკუაციო გზები და გასასვლელები; საფრთხის შემცველი ადგილები; ესკალატორები და მოძრავი სავალი ბილიკები, ასევე, სატვირთო პლატფორმები და პანდუსებთან დაკავშირებული საკითხები; ასევე განსაზღვრულია დახურული სამუშაო სივრცის პარამეტრები, მათ შორის: მიკროკლიმატი, განათება, ვენტილაცია“, – აცხადებენ შრომის ინსპექციაში.

რეგლამენტით ასევე დადგენილია მინიმალური მოთხოვნები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) დასაქმებულთა და ორსული ქალებისათვის.

„სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი მიღებულია 1989 წლის 30 ნოემბრის 89/654/EEC დირექტივის საქართველოს კანონმდებლობაში ჰარმონიზაცის ფარგლებში“, – აღნიშნავენ შრომის ინსპექციაში.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე.