სამტრედია-დაფნარის გზაზე ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა
სამტრედია-დაფნარის გზაზე ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა

სამტრედია-დაფნარის გზაზე ავტოავარია მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, ავარიის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.