სამთო კურორტებზე არსებული სასტუმროები ხვალიდან, ხოლო საბაგიროები 8 მარტიდან გაიხსნება
სამთო კურორტებზე არსებული სასტუმროები ხვალიდან, ხოლო საბაგიროები 8 მარტიდან გაიხსნება

სამთო კურორტებზე სასტუმროები 25 თებერვლიდან გაიხსნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები გაიხსნება რვა მარტიდან რეგულაციების სრული დაცვით.

„ხვალიდან, 25 თებერვლიდან, სამთო კურორტებზე სასტუმროები გაიხსნება არსებული ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით, სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები კი გაიხსნება რვა მარტიდან“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.