სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს" ორგანიზებით, პრეზიდენტობის კანდიდატები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს ხვდებიან
საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს” ორგანიზებით, პრეზიდენტობის კანდიდატები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს ხვდებიან.
როგოც ორგანიზაციის წარმომადგენლები განმარტავენ, მსგავსი შეხვედრები საარჩევნო პროცესებში ეთნიკური უმცირესობების მეტ ინფორმირებულობასა და მეტ ჩართულობას ისახავს მიზნად.
დღევანდელ შეხვედრაზე სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დავით ბაქრაძეს, დავით უსუფაშვილსა და შალვა ნათელაშვილს შეხვდებიან და პრობლემებსა თუ კანდიდატთა ხედვებზე კითხვა-პასუხის რეჟიმში იმსჯელებენ.
„პროგრამა მიზნად ისახავს სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების შეხვედრას პრეზიდენტობის კანდიდატებთან, რათა მათი ინფორმირებულობის დონის ამაღლება მოხდეს. ამ ფორმატში პრეზიდენტობის კანდიდატები წარადგენენ მათ პროგრამებს და ხედვებს, ხოლო თავად ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ეძლევათ, რომ კითხვა-პასუხის რეჟიმში დასვან მათი რეგიონებისთვის პრობლემური საკითხები. პრეზიდენტობის კანდიდატებს აქვთ შესაძლებლობა მოისმინონ მათი წუხილები, საარჩევნო პროგრამებში გაიზიარონ და გაითვალისწინონ ეს ხედვები“, – განმარტა მრავალეროვანი საქართველოს საარჩევნო პროგრამის კოორდინატორმა ირმა ბასილაშვლმა პირველ არხთან საუბრისას.