სამოქალაქო ავიაციის სააგენტო საქართველოში საჰაერო მიმოსვლის აღდგენის დინამიკას აქვეყნებს
სამოქალაქო სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ აგვისტოს მდგომარეობით, საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ახორციელებს 39 ავიაკომპანია – ორით მეტი ავიაკომპანია ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში.
ამასთან, სააგენტოს ცნობით, ფრენები სრულდება 77 მიმართულებით.
2019 წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდში ავიარეისები სრულდებოდა 80 მიმართულებით, შესაბამისად, აღდგენის მაჩვენებელი 96%-ს შეადგენს.
2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აღდგენილია ავიარეისების 88%-ი. მიმდინარე წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, ფრენები ხორციელდება 385-405 სიხშირით კვირაში. 2019 წლის ამ დროს კი, რეისები სრულდებოდა კვირაში 440-460 სიხშირით.