ირანიდან საქართველოში ავიარეისების რაოდენობა იანვარში თითქმის განახევრდა
ირანიდან საქართველოში ავიარეისების რაოდენობა იანვარში თითქმის განახევრდა

ირანიდან საქართველოში ავიარეისების რაოდენობა იანვარში თითქმის განახევრდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის იანვარში ირანიდან საქართველოს მიმართულებით 38 რეისი შესრულდა, 2018 წლის იანვარში კი 71 რეისი.

სააგენტოს მონაცემებით, ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს რეისების რაოდენობა მზარდი იყო. 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში ირანიდან 132 რეისი შესრულდა, რაც 11-ით მეტია 2017 წლის ნოემბერ-დეკემბერზე. ამ დროისთვის, ირანიდან საქართველოში რეგულარულ ფრენებს ორი ავიაკომპანია ასრულებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში ირანიდან ვიზიტორთა რაოდენობა 41 პროცენტით შემცირდა. ამის სავარაუდო მიზეზთა შორის ე.წ. ღორის გრიპი სახელდება, რომლის გამო ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან. გარდა ამისა, 2018 წელს ირანის 3224 მოქალაქეს უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე.