რუსეთიდან საქართველოში 18 ახალი ავიარეისის დანიშვნა იგეგმება
რუსეთიდან საქართველოში 18 ახალი ავიარეისის დანიშვნა იგეგმება

რუსეთიდან საქართველოში 18 ახალი ავიარეისის დანიშვნა იგეგმება, – ინფორმაცია რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს საიტზე გამოქვეყნდა.

საუბარია ექვსი ავიაკომპანიის მიერ დაგეგმილ ფრენებზე თბილისსა და ბათუმში – სამარიდან, ნოვოსიბირსკიდან, ტომსკიდან, ომსკიდან, ბარნაულიდან, ვოლგოგრადიდან, უფიდან, ყაზანიდან, პერმიდან, ორენბურგიდან, ეკატერინბურგიდან, კრასნოდარიდან, კრასნოიარსკიდან და ჩელიაბინსკიდან.

რეისების დამატებას შემდეგი ავიაკომპანიები გეგმავენ: Pobeda Airlines, Ural Airlines, S7 Airlines, Nordwind Airlines და UVT Aero. მთლიანობაში ნებართვები კვირაში 51 ფრენის განხორციელებაზე გაიცა.

ამასთან, ავიაკომპანიებს ახალი რეისების განხორციელებაზე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განაცხადები ჯერ არ შემოუტანიათ.