სამოქალაქო ავიაციის სააგენტო დაბა გუდაურში პარაპლანით ფრენებისთვის გამოყოფილ საჰაერო სივრცის კოორდინატებს აქვეყნებს
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო საქართველოს საჰაერო სივრცის მომხმარებლების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.
მათივე ცნობით, პარაპლანით ფრენებთან, ექსპლუატაციასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების შესაბამისად, სახელმწიფომ დაასრულა მუშაობა დაბა გუდაურში პარაპლანით ფრენებისთვის საჰაერო სივრცის გამოყოფაზე.
„გამოყოფილი საჰაერო სივრცის ადგილმდებარეობა არის დაბა გუდაური, შემდეგი კოორდინატებით: 423049N 0443033E 422530N 0443413E 422527N 0443104E 422627N 0442847E 423037N 0442459E 423118N 0442532E 423049N 0443033E, ზღვის დონიდან 10500 ფუტი სიმაღლის ფარგლებში.
სპეციალური დანიშნულების არეში, პარაპლანით კომერციული ფრენები დაშვებული იქნება მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და სტანდარტების დაცვით.
აღნიშნულ საჰაერო სივრცეში როგორც პარაპლანების, ასევე საჰაერო ხომალდის ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საჰაერო ხომალდის მფრინავს/ექსპლუატანტს და საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციას ან შპს „საქაერონავიგაციას“ შორის კოორდინაცია უნდა განხორციელდეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გამოცემული NOTAM-ის და საჰაერო სივრცეში ვიზუალური ფრენის წესით მფრენი ოპერატორებისადმი დაგზავნილი ცირკულარის შესაბამისად“, – აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციაში.