სამოასა და ახალ ზელანდიაში უკვე ახალი წელია. 2019 წლის შემოსვლა ახალი ზელანდიის ქალაქ ოკლენდში გრანდიოზული ფოიერვერკით აღნიშნეს. სანახაობა ხუთ წუთზე მეტხანს გაგრძელდა.
მასშტაბური შოუსთვის მზადება ექვსი თვით ადრე დაიწყო. ოკლენდის ცათამბჯენსა და ხიდზე 500 კილოგრამამდე პიროტექტნიკა დამონტაჟდა. სულ მალე კი, ახალი წლის დადგომას იზეიმებენ კირიბატზე, ავსტრალიასა და იაპონიაშიც. ფოიერვერკების შოუ დაგეგმილია ავსტრალიაში, ჰონგ კონგსა და ტაივანში.